logo
ENG



"არ გავჩერდები, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება" - ანდჟეი დუდამ რადას მიმართა

22 მაი 202215:24
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ კიევში, ვერხოვნა რადას წინაშე გამოსვლისას უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

მისი თქმით, თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის რომელიმე, თუნდაც მცირე ნაწილს დაკარგავს ეს მთელი დასავლეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

„მღელვარე ხმები გამოჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნებს უნდა დანებდეს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ მომავალზე ... არაფერი [გადაწყდება] თქვენზე, თქვენს გარეშე. 

თუ უკრაინა დაკარგავს ეკონომიკური მიზეზებით ან პოლიტიკური ამბიციებით თუნდაც 1 სანტიმეტრს საკუთარი ტერიტორიის ეს იქნება უდიდესი დარტყმა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის“ - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინისადმი მხარდაჭერა არაერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა. ის ემხრობა რუსეთზე მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

„მე არ გავჩერდები, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ანდჟეი დუდა არის პირველი სხვა ქვეყნის ლიდერი, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ვერხოვნა რადას წინაშე პირადად წარდგა.

უკრაინელი პარლამენტარის რომან ჰრიშჩუკის ინფორმაციით, დუდასა და ზელენსკის გამოსვლისას კიევზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც დეპუტატები და პრეზიდენტები თავშესაფარში გადავიდნენ. 


close დახურვა